среда, 18 октября 2017 г.

დღე მე-9

პროექტის ბოლო დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშობა და მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისთვის,მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.
 პროექტის მანძილზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იმედი მაქვს შესაბამისად გამოვიყენებ აქ ნასწავლ მასალას. ამით ბევრად საინტერესოს გავხდი ჩემს გაკვეთილებს.

воскресенье, 8 октября 2017 г.

დღე მე-7

მიმოვიხილეთ დავალებები: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შექმნილი პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. საბედნიეროდ დავალება კარგად მქონდა შესრულებული:)

დღე მე-8

დღეს ვისაუბრეთ  თუ როგორ შექმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, რამაც აამაღლა ჩემი ცნობიერება. უკეთ შევისწავლე როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. 
ბლოგზე ჩავაშენე პორტფოლიო.

воскресенье, 1 октября 2017 г.

დღე მე-6

ტრენინგის მე-6 დღის ტრენინგი დაიწყო მოსაწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშების განხილვით, რაც დამეხმარა კიდევ უფრო უკეთ გამეგო წინა ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზებში.
ვისაუბრეთ უკუკავშირის გამოყენებაზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. განვიხილეთ შეფასების ნიმუშები პროექტების შეფასების პროგრამიდან. მოვახდინეთ ადაპტირება ჩვენი პროექტისთვის.

დღე მე-5

პროექტის მე-5 დღეს ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოვირგოთ მოსწავლის როლი, როგორ დავინახოთ სასწავლო პროცესი მოსწავლის პერსპექტივიდან. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე.მივიღეთ კონკრეტული მითითებები და დავალებები. განვიხილეთ და შევაფასეთ სხვადასხვა მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშები.

вторник, 12 сентября 2017 г.

დღე მე-4

ტრენინგის დღევანდელი დღით ბევრად კმაყოფილი ვარ. სირთულეები, რომლებიც პირველ და მეორე ტრენინგზე დაუძლეველი მეგონა, დღეს უკვე მარტივად გადავლახე. განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დღეს გაცილებით ,,მსუბუქი'' მივდივარ სახლში, იმ იმ იმედით, რომ სახლში დავალების შესრულება აღარ გამიჭირდება. გმადლობთ:)

понедельник, 11 сентября 2017 г.

დღე მე-3

ტრენინგის მე-3 დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. თავდაპირველად განმვიხილეთ დავალკებები-პროექტის გეგმასთან დაკავშირებული ბროშურები. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე.. დავწერეთ პროექტის შინაარსი და ამ შინაარსს მივასადაგეთ მიმართულოების მიმცემი საკვანძო კითხვები.კითხვებზე მუშაობა  მომცა საშუალება უფრო ღრმად მეფიქრა თემის შინაარსზე და სხვადასხვა კუთხის დამენახა თემის მიზანი.
P.S. მადლობა დღევანდელი დღისთვის
.